ბასილაშვილი პარიზის „მასტერსზე“ დღეს ალბოტს დაუპირისპირდება

11:27, 28.10.2019
August 29, 2018 - Nikoloz Basilashvili in action against Jack Sock during the 2018 US Open.

August 29, 2018 - Nikoloz Basilashvili in action against Jack Sock during the 2018 US Open.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიაში წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ საფრანგეთში გადაინაცვლა და წლის ბოლო „მასტერსზე“ ითამაშებს.

ბასილაშვილი ATP ტურის 1000-იანი სერიის პირველი წრის მატჩს მოლდოველ რადუ ალბოტის წინააღმდეგ გამართავს.

2012 წლიდან მოყოლებული, მეტოქეები ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ და ყველა შეხვედრაში ბასილაშვილმა იმარჯვა.

პირველი წრის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში ლეგენდარულ როჯერ ფედერერს შეხვდება.

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი