ბასილაშვილი მოლდოველ ალბოტთან ერთად უიმბლდონის წყვილთა თანრიგის მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს უიმბლდონის ტურნირზე მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად წყვილთა თანრიგის მეორე წრის შეხვედრა ჩაატარა.
ქართულ/მოლდოვური დუეტი 1/16 ფინალში ეკვადორ/კოლუმბიურ წყვილს – იდალგო/როდრიგესს დაუპირისპირდა და დაძაბულ ხუთ სეტიან ორთაბრძოლაში 6:4 2:6 3:6 7:6 7:5 გაიმარჯვა.
ბასილაშვილი/ალბოტი მერვედფინალში ტურნირზე მეექვსე ნომრად განთესილ, ძალიან გამოცდილ კოლუმბიურ წყვილს- კაბალი/ფარაჰს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშივილი უიმბლდონს ერთეულთა თანრიგს გუშინ გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში 104-ე ადგილზე მყოფ ნიდერლანდელ ტიმ ვან რეიტჰოვენთან სამ სეტში დამარცხდა.