ბასილაშვილი მერვედფინალში გასასვლელად დღეს ნიდერლანდელ რეიტჰოვენს შეხვდება #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგი ქუენტინ ალისის დამარცხების შემდეგ უიმბლდონის ტურნირის მე-3 წრეში გავიდა. ტურნირზე 22-ე ნომრად განთესილი ნიკოლოზი მერვედფინალში გასასვლელად ნიდერლანდელ ტიმ ვან რეიტჰოვენს შეხვდება.
ბასილაშვილის მეტოქე რეიტინგის ასეულშიც არ იმყოფება, მაგრამ ის ბალახის კორტებზე ძალიან კარგად ასპარეზობს. უიმბდლონამდე მან ნიდერლანდებში ჰერტოგენბოსის ტურნირი მოიგო და ახლა ზედიზედ 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. სამშობლოში ჩატარებული შეჯიბრის ფინალში მან რუსი დანილ მედვედევი დაამარცხა, მანამდე კი ტურნირს ამერიკელი ფრიტცი და კანადელი ოჟიე-ალიასიმი გამოთიშა.
ბასილაშვილისა და ვან რეიტჰოვენის შეხვედრის დაწყება დღეს 14:00 საათზეა დაგეგმილი. ამ წყვილში გამარჯვებული მერვედფინალში, დიდი ალბათობით, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.