გაირკვა
ინდიან უელსის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში თავისუფალია და მეორე წრეში შეხვდება პრაინეშ გუნესვარანს. ეს არის ინდოელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 97-ე ჩოგანი, რომელმაც პირველ რაუნდში დაამარცხა კლასიფიკაციის 69-ე ნომერი, ფრანგი ბენუა პერი – 7:6(5), 6:4.
პერის დამარცხებამდე, გუნესვარანმა ინდიან უელსში საკვალიფიკაციოს ორი ეტაპი გაიარა – დაამარცხა ჯეისონ იუნგი (7:5, 6:4) და სალვატორე კარუზო (6:2, 3:6, 6:2).
29 წლის პრაინეშ გუნესვარანს წელს, ATP-ის დონეზე მხოლოდ ორჯერ აქვს ნათამეშები ATP-ის დონეზე და ორივეჯერ პირველ წრეში (ინდოეთის პუნის ტურნირზე და ავსტრალიის ღია პირველობაზე) დამარცხდა.
ბასილაშვილსა და გუნესვარანს შორის მატჩი ცხრა მარტს გაიმართება. მოგებული მესამე წრეში (1/16 ფინალი) ხორვატებს – ბორნა ჩორიჩსა და ივო კარლოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.