ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსს ინდოელთან შეხვედრით დაიწყებს
ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსს ინდოელთან შეხვედრით დაიწყებს
გაირკვა ინდიან უელსის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში თავისუფალია და მეორე წრეში შეხვდება პრაინეშ გუნესვარანს. ეს არის ინდოელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 97-ე ჩოგანი, რომელმაც პირველ რაუნდში დაამარცხა კლასიფიკაციის 69-ე ნომერი, ფრანგი ბენუა პერი – 7:6(5), 6:4.

პერის დამარცხებამდე, გუნესვარანმა ინდიან უელსში საკვალიფიკაციოს ორი ეტაპი გაიარა – დაამარცხა ჯეისონ იუნგი (7:5, 6:4) და სალვატორე კარუზო (6:2, 3:6, 6:2).

29 წლის პრაინეშ გუნესვარანს წელს, ATP-ის დონეზე მხოლოდ ორჯერ აქვს ნათამეშები ATP-ის დონეზე და ორივეჯერ პირველ წრეში (ინდოეთის პუნის ტურნირზე და ავსტრალიის ღია პირველობაზე) დამარცხდა.

ბასილაშვილსა და გუნესვარანს შორის მატჩი ცხრა მარტს გაიმართება. მოგებული მესამე წრეში (1/16 ფინალი) ხორვატებს – ბორნა ჩორიჩსა და ივო კარლოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.