საქართველოს პირველი ნომერი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 21-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ATP-ის 250 ქულიან ტურნირზე მონაწილეობს. ქართველი შეჯიბრებაზე მე-4 ნომრადაა განთესილი.
ნიკოლოზის პირველი მეტოქე კვალიფიკაციის გამარჯვებული, ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელი დამირ ძუმჰური იქნება.
დღეს წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ბასილაშვილი მეოთხედფინალში სერბ ფილიპ კრაიანოვიჩს დაუპირისპირდება.
მონპელიეში პირველ ნომრად გერმანელი ალექსანდრ ზვერევია განთესილი, მეორე რობერტო ბაუტისტა აგუტი, მესამე კი – გაელ მონფილსი.
ბასილაშვილმა ბოლო შეხვედრა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამართა, სადაც იგი პირველ წრეში ენდი მარისთან დამარცხდა.
Open Sud de France 31 იანვარს დაიწყო და 6 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ბელგიელი დავიდ გოფინია, რომელმაც შარშან ფინალში რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილის და დამირ ძუმჰურის შეხვედრა თბილისის დროიღ 16:30 საათზე დაიწყება.