ბასილაშვილი დღეს მონპელიეში ძუმჰურს შეხვდება #1TVSPORT
ბასილაშვილი დღეს მონპელიეში ძუმჰურს შეხვდება #1TVSPORT

საქართველოს პირველი ნომერი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 21-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ATP-ის 250 ქულიან ტურნირზე მონაწილეობს. ქართველი შეჯიბრებაზე მე-4 ნომრადაა განთესილი.

ნიკოლოზის პირველი მეტოქე კვალიფიკაციის გამარჯვებული, ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელი დამირ ძუმჰური იქნება.

დღეს წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ბასილაშვილი მეოთხედფინალში სერბ ფილიპ კრაიანოვიჩს დაუპირისპირდება.

მონპელიეში პირველ ნომრად გერმანელი ალექსანდრ ზვერევია განთესილი, მეორე რობერტო ბაუტისტა აგუტი, მესამე კი – გაელ მონფილსი.

ბასილაშვილმა ბოლო შეხვედრა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამართა, სადაც იგი პირველ წრეში ენდი მარისთან დამარცხდა.

Open Sud de France 31 იანვარს დაიწყო და 6 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ბელგიელი დავიდ გოფინია, რომელმაც შარშან ფინალში რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილის და დამირ ძუმჰურის შეხვედრა თბილისის დროიღ 16:30 საათზე დაიწყება.