სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი 2019 წლის აპრილში ყირიმში ჩასვლას გეგმავს. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ასადი რეგულარული ფრენების დაწყების საკითხს განიხილავს.
ყირიმის დელეგაცია, პრო-რუსი ლიდერის, სერგეი აქსიონოვის ხელმძღვანელობით ამჟამად სირიის დედაქალაქში იმყოფება. ბაშარ ასადთან შეხვედრაზე აქსიონოვმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ნახევრკუნძულის ანექსიის შემდეგ, ყირიმისა და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთს სანქციები აქვს დაწესებული. სირიის ომში ბაშარ ასადის მთავარი მოკავშირე სწორედ რუსეთია. დამასკოში რუსეთისგან მხარდაჭერილი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტი ლიდერებიც იმყოფებოდნენ.