ბართომეუმ „ბარსელონას“ პრეზიდენტობის პოსტი დატოვა
ბართომეუმ „ბარსელონას“ პრეზიდენტობის პოსტი დატოვა

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა. მასთან ერთად კლუბი ბორდის სხვა წევრებმაც დატოვეს.

ბართომეუს წინა სეზონში, მიუნხენის „ბაიერნთან“ განცდილი მარცხის შემდგომ მკაცრად აკრიტიკებდნენ.

ზაფხულში კლუბის დატოვება მესისაც სურდა, რომელსაც „ბლაუგრანას“ მენეჯმენტთან და მათ შორის ბართომეუსთან უთანხმოება მოუვიდა.

რონალდ კუმანის გუნდში მოსვლისა და არგენტინელი ფორვარდის დარჩენის შემდგომ სიტუაცია თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ „ბარსელონას“ ლა ლიგაში არადამაჯერებლად გამოსვლას დაემატა ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან მადრიდის „რეალთან“ საშინაო მარცხი.

ბართომეუ „ბარსელონაში“ 2014 წელს დაინიშნა, ამ დროის განმავლობაში მისმა გუნდმა ლა ლიგა 4-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო.

დატოვე კომენტარი