ბართომეუ - ფეხბურთელები უკვე გავიფორმეთ, დეტალებს თასის ფინალის შემდეგ გაიგებთ
ბართომეუ - ფეხბურთელები უკვე გავიფორმეთ, დეტალებს თასის ფინალის შემდეგ გაიგებთ

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოზეპ-მარია ბართომეუ საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, კატალონიელებმა რამდენიმე ტრანსფერი უკვე განახორციელეს და გულშემატკივრები ამის შესახებ ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ გაიგებენ.

„ახალი სეზონისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. ის დიდი ხნის წინ დაიწყო. უკვე გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც გავიფორმეთ და ამ თემაზე ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ ვისაუბრებთ“, – ციტირებს ბართომეუს სიტყვებს „სპორტი“ (Sport).

ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით, „ბარსელონა“ ანტუან გრიზმანისა და მატიას დე ლიხტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა, ბართომეუ კონკრეტულად გრიზმანზე საუბარს მოერიდა.