60 739 ადამიანი დაესწრო მადრიდის ვანდა მეტროპოლიტანოს სტადიონზე გამართულ ქალთა საფეხბურთო გუნდების მატჩს, რომელშიც ადგილობრივი ატლეტიკო და ბარსელონა ხვდებოდნენ ერთმანეთს. ეს არის სარეკორდო მაჩვენებელი, რომელიც ევროპაში რომელიმე საშინაო პირველობაზე ოდესმე დაფიქსირებულა.
მატჩში ანგარიში სტუმართა ფეხბურთელმა ასისატ ოშიოალამ გახსნა, მეორე კი ინგლისელმა ლეგიონერმა ტონი დაგანმა გაიტანა და ბატრსელონამ 2-0 გაიმარჯვა.
მიუხედავად ამ მარცხისა, ატლეტიკო ისევ ლიდერობს სატურნირო ცხრილში, თუმცა ახლა ბარსელონას მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.
უნდა აღინიშნოს, რომ წინა რეკორდი ბილბაოს სან მამესის სტადიონს ეკუთვნოდა: იანვარში გამართულ მატჩს ადგილობრივ ატლეტიკსა და მადრიდის ატლეტიკოს ქალთა გუნდებს შორის 48 121 მაყურებელი ჰყავდა.