„ბარსელონას" სისტემაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
„ბარსელონას" სისტემაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სისტემაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, – იტყობინება გამოცემა „მუნდო დეპორტივო“. წყაროს ცნობით, დაავადდა სამხრეთ ამერიკაში კატალონური კლუბის მთავარი სკაუტი ანდრე კიური, აგრეთვე მისი ცოლი.

კიური თავის მეუღლესთან ერთად ქალაქ სან პაულუში საკუთარ სახლშია იზოლირებული. ამ მომენტისთვის მათ თავბრუსხვევის მსუბუქი სიმპტომები აქვთ და საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.