„ბარსელონას“ სარეზერვო გუნდმა ახალშეძენილი ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი დაასახელა
„ბარსელონას“ სარეზერვო გუნდმა ახალშეძენილი ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი დაასახელა

„ბარსელონას“ სარეზერვო გუნდმა (ბარსელონა B) ჰოლანდიელ მაიკ ვან ბეინენთან გააფორმა კონტრაქტი და მის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო დააფიქსირა. 20 წლის ვან ბეინენი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს და „ბარსელონაში“ ჩარიცხვამდე ისეთ გუნდებში გამოდიოდა, როგორებიცაა „ბრედა“, „პსვ ეინდჰოვენი“ და „ვილემ II“.

„ბარსელონასთან“ მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია ასევე, რომ ვან ბეინენი, „ვილემ II“-ში თამაშისას, ფრენკი დე იონგის თანაგუნდელი იყო.

„ბარსელონა B“ ესპანეთის საფეხბურთო სისტემის რანგით მესამე ლიგაში – „სეგუნდა დივისიონ B“-ში გამოდის.