„ბარსელონას“ პრეზიდენტს უნდობლობას გამოუცხადებენ - საჭირო რაოდენობის ხელმოწერები შეგროვებულია
„ბარსელონას“ პრეზიდენტს ხოსეპ ბარტომეუს პოსტის ვადაზე ადრე დატოვება ემუქრება, რადგან მას უნდობლობას გამოუცხადებენ.
როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, ხუთშაბათს დილისთვის ამ ინიციატივის ორგანიზატორებმა 18 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს და ახლა დოკუმენტს კლუბში მიიტანენ.
როგორც კი ხელმოწერების რაოდენობა დადასტურდება, „ბარსელონა“ დაიწყებს რეფერენდუმის ჩატარების პროცედურას იმის გადასაწყვეტად, დარჩება თუ წავა ბარტომეუ.
თუ ხმების ორი მესამედით პრეზიდენტის გათავისუფლებას დაუჭერენ მხარს, ბარტომეუს თანამდებობიდან დაითხოვენ, კლუბი კი ახალ არჩევნებს დანიშნავს.
ადრე „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 20-21 მარტს გაიმართება.