„აიაქსს“ სუარესის დაბრუნება სურს
„აიაქსს“ სუარესის დაბრუნება სურს

„ბარსელონას“ ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა, შესაძლოა, ამ ზაფხულს დატოვოს კატალონური კლუბი.

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ იმ ფეხბურთელებზე ლაპარაკისას, რომლებიც ნამდვილად არ დატოვებენ კლუბს, არ ახსენა სუარესი. შესაბამისად, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის გაუშვას 33 წლის ფეხბურთელი, იმ შემთხვევაში, თუ მასთან დაკავშირებით ღირსეულ წინადადებას მიიღებს.

იტყობინებიან, რომ ურუგვაელის აგენტს უკვე დაუკავშირდა მისი ყოფილი კლუბი „აიაქსი“. ამ გუნდში სუარესი 2007-11 წლებში თამაშობდა და შემდეგ „ლივერპულში“ წავიდა.

ლუის სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება.

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო გათამაშებაში ურუგვაელმა 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.