„ბარსელონას“ პრეზიდენტი ნეიმარის დაბრუნებას აპირებს და მზად არის გარიგებაში გრიზმანი ჩართოს
„ბარსელონას“ პრეზიდენტი ნეიმარის დაბრუნებას აპირებს და მზად არის გარიგებაში გრიზმანი ჩართოს

„ბარსელონა“ ისევ შეეცდება „პარი სენ-ჟერმენიდან“ ნეიმარის დაბრუნებას.

როგორც გამოცემა „დიარიო სპორტი“ იტყობინება, კატალონური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ ბრაზილიელის ტრანსფერის ხარჯზე აპირებს გუნდში კარდინალური ცვლილებების მიღწევას და „ბარსელონას“ გარშემო შექმნილი საინფორმაციო ფონის გაუმჯობესებას.

კატალონიელები პსჟ-ს სთავაზობენ გარიგებაში ფორვარდ ანტუან გრიზმანის ჩართვას. „ბარსელონა“ მზად არის ფრანგი ფეხბურთელის გარდა, 50-60 მილიონი ევროც გადაუხადოს საფრანგეთის ჩემპიონს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფორვარდი პსჟ-ში 2017 წლის აგვისტოში „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ გადავიდა. გასული წლის ზაფხულში ნეიმარმა გამოთქვა ესპანურ კლუბში დაბრუნების სურვილი, მაგრამ მხარეებმა გარიგების პირობებზე ვერ მოილაპარაკეს.