პოლიციამ „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი ბარტომეუ დააკავა #1TVSPORT
პოლიციამ „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი ბარტომეუ დააკავა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ ესპანეთის პოლიციამ დააპატიმრა.

მასთან ერთად, დაკავებულია კატალონიური კლუბის ყოფილი გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ, აგრეთვე, რომან გომეს პონტი, რომელიც „ბარსელონაში“ იურიდიულ ოპერაციებზე იყო პასუხისმგებელი.

ფუნქციონერთა დაკავება უკავშირდება პოლიციის რეიდს, რომელიც პირველ მარტს კლუბის ოფისში ჩატარდა. იტყობინებიან, რომ კლუბის ყოფილმა ხელმძღვანელებმა დააარსეს კომპანია, რომლის მიზანი იყო იმ ადამიანების იმიჯის შელახვა, რომლებიც ბარტომეუს აკრიტიკებდნენ. მაგალითად, ასეთი ადამიანების სიაში იყვნენ მცველი ჟერარ პიკე და ფორვარდი ლიონელ მესი.

შეგახსენებთ, რომ ბარტომეუმ „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტი გასული წლის ოქტომბერში დატოვა. ახალი პრეზიდენტის არჩევნები 7 მარტს არის დანიშნული.