„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი - მესი, დიდი ალბათობით, გუნდს ზაფხულში დატოვებს
„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი - მესი, დიდი ალბათობით, გუნდს ზაფხულში დატოვებს

„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი, აგუსტი ბენედიტო პესიმისტურადაა განწყობილი ლიონელ მესის მომავალთან დაკავშირებით და ფიქრობს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ზაფხულში გუნდს დატოვებს.

ბენედიტოს იმედი აქვს, რომ საბოლოო ჯამში „ბარსას“ ლეგენდა გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, მაგრამ ასევე ფიქრობს, რომ ლეომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ახალი გამოწვევებისთვისაც მზადაა.

„მესის შენარჩუნება იქნება საუკეთესო ამბავი კლუბისთვის, მაგრამ ამ საკითხის მიმართ ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. გუნდში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მისი „ბარსელონაში“ დარჩენა აუცილებელია. მას უნდა ესმოდეს, რომ მომავალი ორი წელი რთული იქნება“, – აცხადებს აგუსტი ბენედიტო ESPN-თან საუბრისას.

მესის ლა ლიგა 10-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული. 33 წლის ფეხბურთელს „ბარსას“ მაისურით 750 მატჩში 644 გოლი აქვს გატანილი.