არსებობს იმის ალბათობა, რომ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი გააგრძელებს გუნდთან მუშაობას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.
როგორც გამოცემა Diario Sport წერს, კატალონური კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ არაოფიციალურ საუბარში თხოვა ჩავის გადახედოს თავის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ. 44 წლის სპეციალისტს ჯერ არ უთქვამს პასუხი ამ თხოვნაზე.
არსებობს ოთხი მიზეზი, რის გამოც ლაპორტამ ასეთი თხოვნით მიმართა მთავარ მწვრთნელს:
- კლუბი კმაყოფილია ჩავის მუშაობით.
- გასახდელში ყველა ფეხბურთელი ჩავის ერთგულია და უყვართ ის.
- ჩავი კარგად იცნობს კლუბს და იცის მისი პრობლემების შესახებ.
- კლუბს სირთულეები შეექმნა ახალი მწვრთნელის ძიებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ჩავიმ „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ „ვილიარეალთან“ 3:5 წაგების შემდეგ გამოაცხადა. იქედან მოყოლებული გუნდმა ხუთი მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში, ოთხი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩავის შემცვლელად კლუბი ოთხ კანდიდატს განიხილავს: ჰანსი ფლიკს, რობერტო დე ძერბის, იულიან ნაგელსმანსა და თომას ტუხელს.