ბარსელონას პრეზიდენტი - მესის შეუძლია, 45 წლამდე ითამაშოს
ბარსელონას პრეზიდენტი - მესის შეუძლია, 45 წლამდე ითამაშოს

ბარსელონას პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს მიაჩნია, რომ გუნდის ლიდერ ლიონელ მესის შეუძლია, კარიერა 45 წლის ასაკში დაასრულოს.

„მესის თამაშის ყურება სიამოვნებაა. საინტერესოა, რა იქნება, როცა ის კარიერას დაასრულებს. ვინ იცის, იქნებ შეუძლია 45 წლის ასაკამდე თამაში. ჩვენ ვიცით, რომ ის ითამაშებს სამი, ოთხი, ხუთი წელი, მაგრამ არ ვიცით, როდის დაამთავრებს. არავინ იცის. ყველაფერი მის სურვილზეა დამოკიდებული. ჩვენ ვამზადებთ ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან უსმან დემბელე, კლემან ლანგლე და არტური იმისთვის, რომ ახალი გუნდი ავაშენოთ მესის წასვლის შემდეგ. მაგრამ, მგონია, რომ ამ მომენტამდე ჯერ შორია. ჩვენ ვეუბნებით ფეხბურთელებს, რომლებიც მასთან ერთად თამაშობენ, რომ 100 პროცენტით გამოიყენონ ლეოსთან გატარებული თითოეული წუთი“, – მოჰყავს ბარტომეუს სიტყვები გაზეთ გარდიანს (The Guardian).

ესპანეთის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მესიმ 32 მატჩში 34 გოლი გაიტანა.