„ბარსელონას“ პრეზიდენტი - ჩავის რთული მისია აქვს, მან გუნდი ახლიდან უნდა შექმნას #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტი - ჩავის რთული მისია აქვს, მან გუნდი ახლიდან უნდა შექმნას #1TVSPORT

კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ „ბარსელონას“ დამრიგებლად ჩავის დანიშვნის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალ მწვრთნელზე დიდ იმედს ამყარებს.

„ეს იყო მწვრთნელის წარდგენის უპრეცედენტო პრეზენტაცია. ვნახე ისეთი ბედნიერი ადამიანები, რომლებიც მანამდე არ მინახავს, – ციტირებს Mundo Deportivo „ბარსელონას“ პრეზიდენტის სიტყვებს. – ყველაფერი ჩავის დამსახურებაა, რადგან ის ჩვენი ადამიანია. ახლა სიხარულის დღეა, რომელიც კლუბის ისტორიაში ჩაიწერება.

ჩავის ბოლომდე ვენდობით. მას რთული მისია აქვს, რადგან გუნდი ახლიდან უნდა შექმნას. ჩავიმ მოახერხა და დამარწმუნა, რომ არსებული გუნდით შეძლებს წარმატების მიღწევას. რთული ამოცანაა, მაგრამ ჩავის ოსტატობით და ჟინით ყველაფერს თავს გავართმევთ“.

„ბარსელონა“ ჩავი ერნანდესმა რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა და კონტრაქტის თანახმად, გუნდს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს.