ბარსელონას პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ამ ზაფხულს გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს
ბარსელონას პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ამ ზაფხულს გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჯუზეპ ბარტომეუმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მომავალი სეზონის დაწყებამდე გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, რამდენიმე კი შეუერთდება.

წამსვლელ მოთამაშეებს შორის სახელდებიან ფილიპე კოუტინიო, რომელიც წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ უდიდეს გაწბილებად მოინათლა, ასევე სამუელ უმტიტი, მალკომი და ანდრე გომეში.

რაც შეეხებათ კატალონიური გრანდის ახალ შენაძენებს, ჰოლანდიელი ფრენკი დე იონგი უკვე ფაქტობრივად „კამპ ნოუს“ ბინადარია და სულ მალე ასეთივე ბედი ეწევა „აიაქსის“ კიდევ ერთ მოთამაშე მეტეის დე ლიხტს.

„ბარსელონა“ წელს ესპანეთის ჩემპიონი გახდა, თუმცა გუშინ, 25 მაისს, სამეფო თასის ფინალში „ვალენსიასთან“ დამარცხდა და მხოლოდ ერთი ტიტულით უწევს დაკმაყოფილება.

ჩემპიონთა ლიგაზე წელს კატალონიელები ნახევარფინალში „ლივერპულთან“ დამარცხდნენ.