„ბარსელონას“ წამყვანი ფეხბურთელები – პედრი, ანსუ ფატი და მემფის დეპაი გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგნენ.
პედრიმ დაასრულა აღდგენითი პროცესი ბარძაყის კუნთის ტრავმის შემდეგ. დიდი ალბათობით, ის შეძლებს 2 იანვარს „მალიორკას“ წინააღმდეგ თამაშს.
ფატიმ და დეპაიმ ასევე იმუშავეს საერთო ჯგუფში, მაგრამ მათი მინდორზე დაბრუნება 2022 წლის პირველ მატჩში ნაკლებად სავარაუდოა.