„ნაპოლისთან“ მატჩის წინ „ბარსელონას“ ფრენკი დე იონგი და პედრი გამოაკლდნენ                   #1TVSPORT
„ნაპოლისთან“ მატჩის წინ „ბარსელონას“ ფრენკი დე იონგი და პედრი გამოაკლდნენ #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში ბილბაოს „ატლეტიკთან“ „ბარსელონას“ ორი ლიდერი, ფრენკი დე იონგი და პედრი  გამოაკლდა. ორივე ფეხბურთელმა ტრავმა მატჩის პირველ ნახევარში მიიღო.

ესპანური მედიის ინფორმაციით, მათი დაზიანება სერიოზულია და მოედანზე გასვლას, მინიმუმ, ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დე იონგი და პედრი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას „ნაპოლისთან“ გამოტოვებენ.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა „ბარსელონასთან“ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე ჩაატარა. თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.

„ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ განმეორებითი დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე 13 მარტს გაიმართება.