„ბარსელონას“ პედრი, ფატი და დეპაი უბრუნდებიან #1TVSPORT
„ბარსელონას“ პედრი, ფატი და დეპაი უბრუნდებიან #1TVSPORT

„ბარსელონას“ წამყვანი ფეხბურთელები – პედრი, ანსუ ფატი და მემფის დეპაი გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგნენ.

პედრიმ დაასრულა აღდგენითი პროცესი ბარძაყის კუნთის ტრავმის შემდეგ. დიდი ალბათობით, ის შეძლებს 2 იანვარს „მალიორკას“ წინააღმდეგ თამაშს.

ფატიმ და დეპაიმ ასევე იმუშავეს საერთო ჯგუფში, მაგრამ მათი მინდორზე დაბრუნება 2022 წლის პირველ მატჩში ნაკლებად სავარაუდოა.