„ბარსელონას“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე ცნობილია
„ბარსელონას“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე ცნობილია

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის მთავარ სამიზნეზე ჩამოყალიბდა.

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, კატალონური კლუბი დაინტერესებულია „ლაიპციგის“ 21 წლის ფრანგი მცველის დეიოტ უპამეკანოს გაფორმებით.

ფრანგის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულში იწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება, დაახლოებით 50 მილიონ ევროს შეადგენს.

უპამეკანო „ლაიპციგში“ 2017 წლის იანვარში ავსტრიული „ზალცბურგიდან“ გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 10 მილიონი ევრო შეადგინა. ამ სეზონში ფეხბურთელს 19 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული.