„ბარსელონას“ მეოთხე ახალწვეული ჰყავს
„ბარსელონას“ მეოთხე ახალწვეული ჰყავს

„ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა „ბეტისიდან“ მცველ ჯუნიორ ფირპოს შეძენის შესახებ. კატალონიურ გუნდს ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდა. კიდევ 12 მილიონს სევილიური კლუბი მომავალში ბონუსების სახით მიიღებს.

22 წლის ფირპომ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება „ბარსელონაში“ და ახალ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულებაში მის გამოსასყიდ თანხად 200 მილიონი ევრო ჩაიწერება.

ესპანელი მესამე შენაძენია „ბარსელონასთვის“ მიმდინარე ზაფხულში. უფრო ადრე, გუნდში გადავიდნენ ფრენკი დე იონგი, ნეტო და ანტუან გრიზმანი.

2018-2019 წლების სეზონზე ფირპომ 29 ოფიციალურ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.