„ბარსელონას“ გულშემატკივრებს არ მიაჩნიათ მესი გუნდში ამ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ

12:18, 18.07.2020

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ დაიწყო გამოკითხვა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ საუკეთესო მოთამაშეების გამოსავლენად.

ხმის მიცემის ლიდერი გახდა კატალონური გუნდის მეკარე მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი და მხოლოდ მეორეა გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი. სამეული შეავსო რიკარდ პუჩმა.

აღვნიშნავთ, რომ ათეულში ვერ მოხვდნენ „ბარსელონას“ ვარსკვლავური მოთამაშეები – ლუის სუარესი და ანტუან გრიზმანი. ისინი, შესაბამისად, მე-13 და მე-18 ადგილებზე არიან.

გამოკითხვა გრძელდება, ამ მომენტისთვის კი „ბარსელონას“ ათი საუკეთესო მიმდინარე სეზონისთვის ასე გამოიყურება:

1. მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი

2. ლიონელ მესი

3. რიკარდ პუჩი

4. ანსუ ფატი

5. კლემან ლანგლე

6. ფრენკი დე იონგი

7. ნელსონ სემედუ

8. არტურო ვიდალი

9. სერხი რობერტო

10. სერხიო არაუახო

მსგავსი