„ბარსელონას“ გრიზმანის ტრანსფერის გამო სასჯელი ემუქრება
„ბარსელონას“ გრიზმანის ტრანსფერის გამო სასჯელი ემუქრება

„ბარსელონას“ საშინაო არენის „კამპ ნოუს“ ტრიბუნები, შესაძლოა, დახურონ „ატლეტიკოსა“ და კატალონიურ გრანდს შორის ანტუან გრიზმანის საკითხთან დაკავშირებით უთანხმოების გამო.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელის „ატლეტიკოდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, მადრიდულმა კლუბმა სარჩელით მიმართა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას. ის ამტკიცებდა, რომ “ბარსელონას” მაშინ ჰქონდა კონტაქტი გრიზმანთან, როცა გამოსასყიდი თანხა ჯერ კიდევ 200 მილიონ ევროს შეადგენდა. საბოლოოდ, “ბარსამ” ფრანგი პირველი ივლისის შემდეგ შეიძინა, როცა მოთამაშის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევრომდე ჩამოვიდა.

როგორც გამოცემა „ელ მუნდო“ (El Mundo) წერს, მოსამართლე ხუანტჰო ლანდაბეას, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის კომიტეტში მუშაობს, სურს დასაჯოს „ბარსელონა“ ერთ მატჩში ცარიელი ტრიბუნების ქვეშ თამაშით. ამ სასჯელის ალტერნატივა – ფულადი ჯარიმაა.