„ბარსელონას“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„ბარსელონას“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ბარსელონას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ფეხბურთელს არანაირი სიმპტომი არ აქვს, ჯანმრთელობის მხრივ კარგ მდგომარეობაშია და საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

სამშაბათს კატალონიური კლუბის იმ 9 წევრს ჩაუტარდა ტესტი, რომლებიც წინასასეზონო მზადებისთვის გუნდს დღეს, 12 აგვისტოს,  შეუერთდნენ.

კოვიდინფიცირებულის“ ვინაობა ჯერ არ სახელდება, მაგრამ ცნობილია, რომ ფეხბურთელს შეხება არ ჰქონია კლუბის იმ წევრებთან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მატჩისათვის, ხუთშაბათს ლისაბონში მიემგზავრებიან.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის „ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. მატჩი ხუთშაბათს, 14 აგვისტოს, თბილისის დროით ღამის 11 საათზე გაიმართება.

 

კორონავირუსმა ფეხბურთს ისევ შეუტია