„ბარსელონას“ ფეხბურთელებმა „აუდის“ სასპონსორო ავტომობილები უნდა დააბრუნონ
„ბარსელონას“ ფეხბურთელებმა „აუდის“ სასპონსორო ავტომობილები უნდა დააბრუნონ

„ბარსელონამ“ შეწყვიტა თანამშრომლობა კომპანია „აუდისთან“. როგორც გაზეთი „ასი“ (AS) წერს, ავტოკონცერნმა მოსთხოვა მოთამაშეებს დააბრუნონ ავტომობილები, რომლებიც მათ უფასოდ გადასცეს სასპონსორო შეთანხმების დროს.

კატალონიური კლუბის ფეხბურთელებს შეეძლოთ „აუდის“ მოდელი საკუთარი გემოვნებით აერჩიათ მას შემდეგ, რაც გასულ წერს „ბარსელონამ“ საავტომობილო ბრენდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. მაგალითად, „ბარსას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ აირჩია მოდელი Audi RS 6 Avant, რომლის ღირებულებაა 130 ათასი ფუნტი. ყველაზე ძვირფას მოდელზე სერხიო ბუსკეტსმა შეაჩერა არჩეევანი – 190 ათას ფუნტად ღირებული Audi R8 Coupe V10.

მოთამაშეებს სამი კვირა აქვთ იმისათვის, რომ ავტომობილები დააბრუნონ. ფეხბურთელები „აუდის“ მანქანებს სახლსა და საწვრთნელ ბაზას შორის მოძრაობისთვის იყენებდნენ.

„აუდი“ „ბარსელონასთან“ 13 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.