ბარსელონას დენისის და ანდრე გომეშის გაყიდვით 40 მლნ ევროს გამომუშავება სურს
უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ბარსელონა მომავალ ზაფხულში ნახევარმცველის პოზიციაზე ცვლილებებს აღარ აპირებს, თუმცა კატალონიელები რამდენიმე ფეხბურთელს შეელევიან, იტყობინება ვებგვერდი everythingbarca.com
ბარსელონას გეგმებში აღარ შედის ორი მოთამაშე – დენის სუარესი და ანდრე გომეში. ბლაუგრანა ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ, მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
ამ მომენტისთვის, დენის სუარესი იჯარით არსენალის ღირსებას იცავს, ხოლო გომეში – ევერტონის.