„ბარსელონას“ ახალი საგარეო ფორმა აქვს
„ბარსელონას“ ახალი საგარეო ფორმა აქვს

„ბარსელონამ“ 2020-21 წლების სეზონისთვის საგარეო ფორმა წარადგინა.

მაისური შავ ფერშია გადაწყვეტილი, ოქროსფერი ხაზებით საყელოზე და სახელოებზე. ყველა სპონსორის დასახელება, აგრეთვე, კლუბის ემბლემა ასევე ოქროსფერშია შესრულებული.

უფრო ადრე, ესპანეთის ვიცეჩემპიონმა წარმოადგინა საშინაო ფორმა, რომელიც ტრადიციულ სტილსა და ფერებშია შესრულებული.