„ბარსელონა“ ახლოს არის „ჩელსის“ ნახევარმცველის, ნ’გოლო კანტეს გადაბირებასთან. საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი კატალონურ კლუბში 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
31 წლის ფეხბურთელს თითქმის არ უთამაშია 2022-23 წლების სეზონში, რისი მიზეზიც მუხლის ტრავმაა. ის კიდევ სამი თვე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. კანტეს კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2023 წლის ზაფხულში იწურება და მისი გაგრძელების პერსპექტივა თითქმის არ არსებობს.
გამოცემა Diario Sport-ის მონაცემებით, კანტეს აგენტები დაუკავშირდნენ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას და შეათანხმეს მათთან ფეხბურთელის ესპანეთში შესაძლო გადასვლის დეტალები. ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი უკვე მზად არის, – წერს ესპანური პრესა.