„ბარსელონამ“ „რეალს“ 6:0 მოუგო და ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონამ“ „რეალს“ 6:0 მოუგო და ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის ბოლო ნახევარფინალისტი გახდა „ბარსელონა“, რომელმაც მეოთხედფინალური ეტაპის ორივე მატჩში 6-6 გოლი გაუტანა მადრიდის „რეალს“. პირველი მატჩი სტუმრად კატალონელებმა 6:2 მოიგეს, განმეორებით მატჩში, შინ კი 6:0 გაიმარჯვეს.

„კამპ ნოუზე“ გამართულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა კაროლინ გრემ-ჰანსენმა, თითო გოლი გაიტანეს ალექსია პუტეიასმა, ირენე პარედესმა, ევა პაიორმა და ესმე ბრიუგსმა.

ასე რომ, „ბარსელონამ“ ორი მატჩის ჯამში 12:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ განმეორებით შეხვედრას „კამპ ნოუზე“ 62 652 მაყურებელი დაესწრო.

ყველა ტურნირზე „ბარსელონა“ და „რეალი“ 25-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 24 მატჩი კატალონელებმა მოიგეს, მადრიდელებმა კი მხოლოდ ერთი. ბურთების სხვაობა არის 92:12.

„ბარსელონას“ სამჯერ აქვს მოგებული ქალთა ჩემპიონთა ლიგა (2021, 2023, 2024) და ორჯერ წააგო ფინალი (2019, 2022).

მეოთხედფინალური ეტაპის შედეგები:

მანჩესტერ იუნ-ბაიერნი 2:3, 1:2

რეალი-ბარსელონა 2:6, 0:6

არსენალი-ჩელსი 3:1, 0:1

ვოლფსბურგი-ლიონი 1:0, 1:4 (დ.დ.)

ნახევარფინალში ითამაშებენ:

ბაიერნი-ბარსელონა

არსენალი-ლიონი

პირველი მატჩები 25/26 აპრილს გაიმართება, განმეორებითი – 2/3 მაისს. ფინალი 23 მაისს ოსლოში ჩატარდება.