„ბარსელონამ“ „რეალი“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ „რეალი“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა #1TVSPORT

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 35-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალი“ 4:3 დაამარცხა და ტიტულს მიუახლოვდა.

თამაშამდე „ბარსელონა“ „რეალს“ სატურნირო ცხრილში 4 ქულით უსწრებდა, ხოლო აღნიშნული გამარჯვებით 7 ქულით გაასწრო და ტიტულის მოსაპოვებლად დარჩენილ 3 შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულის მოპოვება სჭირდება.

მატჩი „რეალისთვის“ კარგად დაიწყო, მე-14 წუთისთვის მადრიდელები მბაპეს დუბლით 2:0 იგებდნენ. „ბარსელონამ“ სიტუაცია ტაიმის დასრულებამდე გამოასწორა, გოლები ერიკ გარსიამ, რაფინიამ (ორჯერ) და ლამინ იამალმა გაიტანეს.

მეორე ტაიმში, 70-ე წუთზე კილიან მბაპემ ჰეთთრიქი შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა „რეალმა“ ამაზე მეტის გაკეთება ვერ მოახერხა.

შედეგად, 35 ტურის შემდეგ „ბარსელონას“ 82 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო „რეალი“ 75 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.