„ბარსელონამ“ პარიზში მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, 1/4-ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონამ“ პარიზში მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, 1/4-ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* სერხიო რობერტო ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს განმეორებით შეხვედრას.

* კილიან მბაპემ 70-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. ის ყველაზე ახალგაზრდაა ისტორიაში, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია – 25 წლის და 112 დღის. ფრანგმა გააუმჯობესა ლიონელ მესის (25 წლის, 121 დღის) და რაულის (25 წლის, 125 დღის) მიღწევა.

* ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა – 16 წლის და 272 დღის. წინა რეკორდი ეკუთვნოდა რაიან შერკის „ლიონიდან“ (17 წლის, 2 დღის) 2020 წელს.

* მარკინიოსი „პარი სენ-ჟერმენის“ რეკორდსმენი გახდა ჩატარებული მატჩების რაოდენობით – 436. ბრაზილიელმა გაუსწრო ჟან-მარკ პილორჟეს (435).

* „ბარსელონამ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო. კატალონელებს 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ (+9=3-0). ბოლოს ისინი 27 იანვარს „ვილიარეალთან“ დამარცხდნენ. იმ თამაშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ გამოაცხადა, რომ სეზონის შემდეგ დატოვებს გუნდს.

* პედრიმ მეორე გოლისას შედეგიანი გადაცემა შეასრულა მაშინ, როცა ერთი წუთის შესული იყო მოედანზე. კრისტენსენმა „ბარსელონას“ მესამე გოლი ასევე შეცვლიდან ერთ წუთში გაიტანა.

* უსმან დემბელემ 2024 წელს პირველად გაიტანა. სულ ფრანგს მიმდინარე სეზონში ორი გოლი აქვს.

 

პსჟ-ბარსელონა               2:3

გოლები: 0:1 რაფინია (37), 1:1 დემბელე (48), 2:1 ვიტინია (50), 2:2 რაფინია (62), 2:3 კრისტენსენი (77)

პსჟ: დონარუმა, მარკინიოსი, ერნანდესი, ლუკას ბერალდო, ნუნუ მენდეში, ფაბიან რუისი (85. გონსალო რამოში), ვიტინია, კან-ინ ლი (61. ზაირ-ემერი), დემბელე, ასენსიო (46. ბარკოლა), მბაპე.

ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კუბარსი, ჟოაო კანსელო, სერხი რობერტო (61. პედრი), გიუნდოგანი (86. ლოპესი), დე იონგი (76. კრისტენსენი), რაფინია (75. ფერან ტორესი), იამალი (61. ჟოაო ფელიქსი), ლევანდოვსკი.