ბარსელონამ, კამპ ნოუზე, ნაპოლისთან მატჩის საყურებლად, არტური არ შეუშვა
ბარსელონამ, კამპ ნოუზე, ნაპოლისთან მატჩის საყურებლად, არტური არ შეუშვა

„ბარსელონამ“, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში, საკუთარ მოედანზე დაამარცხა „ნაპოლი” და ორი მატჩის ჯამში მეოთხედფინალში გავიდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მატჩი მაყურებლების გარეშე ტარდებოდა, მაგრამ კლუბების ფეხბურთელებს ჰქონდათ ტრიბუნიდან თამაშის ცქერის საშუალება, თუმცა ყველას არა: „ბარსელონას“ ნახევარმცველი არტური არ შეუშვეს „კამპ ნოუს“ ტერიტორიაზე. ბრაზილიელმა გადაწყვიტა აღარ ევარჯიშა კატალონურ კლუბთან და არ დახმარებოდა გუნდს ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ მატჩებში. ცნობილია, რომ ფეხბურთელმა უკვე გააფორმა ტრანსფერი „იუვენტუსთან“. „ბარსელონამაც“ გადაწყვიტა პასუხი გაეცა ნახევარმცველისთვის და არ მისცა მას ცოცხლად მატჩის ყურების საშუალება, – წერს „მუნდო დეპორტივო.

არტური „იუვენტუსში“ 72 მილიონ ევროდ გადავიდა. პარალელურად, „ბარსამ“ ტურინული კლუბიდან 60 მილიონად გამოისყიდა მირალემ პიანიჩი. არტურისგან განსხვავებით, პიანიჩმა ითამაშა განმეორებითი მერვედფინალი „ლიონის“ წინააღმდეგ.