„ბარსელონამ“ „მანჩესტერ სიტიდან“ გერმანელი ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერი შეათანხმა. გარიგება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას განხორციელდება.
ჟურნალისტ ხოსე ალვარეს გაიას ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 32 წლის გიუნდოგანს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირებს, რადგან გერმანელს ზაფხულში ეწურება „სიტისთან“ კონტრაქტი. „ბარსელონამ“ უკვე გააფორმა ნახევარმცველთან წინასწარი ხელშეკრულება.
როგორც აღნიშნავენ, გიუნდოგანს მიაჩნია, რომ მისი დრო „მანჩესტერ სიტიში“ ამოიწურა.
გერმანელი „სიტიში“ 2016 წლიდან თამაშობს, ამ სეზონზე კი მის ანგარიშზე 25 ოფიციალურ მატჩში ორი გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა.