„ბარსელონამ“ ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი შეიძინა
„ბარსელონამ“ ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი შეიძინა

კატალონიურმა გრანდმა „რაიო ვალეკანოს“ „თინეიჯერი“ ვარსკვლავის წარმომადგენლებთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, – იუწყება Football Espana.

16 წლის ფაბიან ლუსი ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა. არ არის გასაკვირი, რომ „რაიო ვალეკანომ“ ახალგაზრდა ტალანტის შენარჩუნება ვერ შეძლო და თავად ფაბიან ლუსიმ კარიერის გაგრძელება „ბარსელონაში“ ისურვა.

აღსანიშნავია, რომ ფაბიან ლუსით კატალონიელთა მთავარი კონკურენტი, მადრიდის „რეალიც“ იყო დაინტერესებული, მაგრამ ამ სატრანსფერო დაპირისპირებაში „ბარსელონამ“ გაიმარჯვა.