„ბარსელონამ” ესპანეთის თასზე ვერ მოიგო, „რეალმა" მეოთხედფინალი გაინაღდა
ესპანეთის თასზე გაგრძელდა მერვედფინალური ეტაპი – პირველი მატჩები გამართეს “ბარსელონამ” და “რეალმა”.
ორივე გუნდის მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, დასვენების საშუალება მიეცათ ლიდერებისთვის. “ბარსელონას” შემადგენლობაში მხოლოდ პიკე, პაულინიო და ბუსკეტსი იყვნენ ძირითადიდან. შედეგად, კატალონელებმა ვერ შეძლეს სტუმრად “სელტას” დამარცხება. “ბარსა” მე-15 წუთზე არნაისმა დააწინაურა, 31-ე წუთზე კი სისტომ გაათანაბრა ანგარიში. ამის შემდეგ გოლი აღარ გასულა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ პირველად 2017 წლის სექტემბრის შემდეგ, “ბარსელონაში” ითამაშა უსმან დემბელემ – ფრანგი 72-ე წუთზე შევიდა მოედანზე.
ასევე ძალიან გადახალისებული იყო “რეალის” შემადგენლობა სტუმრად “ნუმანსიას” წინააღმდეგ. მადრიდელთა რიგებში არ იყვნენ – რონალდუ, კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო და სხვები. მიუხედავად ამისა, ზიდანის გუნდმა სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. თავი გამოიჩინეს: ბეილმა პენალტით, ისკომ პენალტით და ბორხა მაიორალმა.
მერვედფინალის განმეორებითი მატჩები 11 იანვარს გაიმართება.