„ბარსელონამ“ ჩავისთან შეთანხმებას მიაღწია
„ბარსელონამ“ ჩავისთან შეთანხმებას მიაღწია

„ბარსელონას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჩავიმ, რომელიც ყატარის „ალ-სადს“ უდგას სათავეში, მიიღო კატალონურ კლუბში მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნების წინადადება, – დაწერა „მუნდო დეპორტივომ“. გარიგება მომავალი სეზონისთვის უნდა გაფორმდეს.

იტყობინებიან, რომ „ბარსელონას“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ან ამ სეზონს ჩაამთავრებს, ან მას უახლოეს დღეებში გაანთავისუფლებენ და მის მოვალეობებს „ბარსელონა B“-ს მწვრთნელი გარსია პიმიენტი შეასრულებს.

წყაროს ინფორმაციით, სანამ ჩავის „ბარსელონას“ მწვრთნელობას შესთავაზებდნენ, კლუბის პრეზიდენტს ხოსეპ ბარტომეუს ფეხბურთელების თანხმობის მიღება დასჭირდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

33 ტურის შემდეგ, „ბარსელონას“ ლა ლიგაში 70 ქულა აქვს და ოთხი ქულით ჩამორჩება ლიდერ „რეალს“.