„ბარსელონამ“ ჩავის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ლა ლიგას მე-14 ტურში კატალონური დერბი გაიმართა. ეს იყო „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში ჩავის დებიუტი, რომელიც წარმატებული გამოდგა. „ბარსელონამ“ „ესპანიოლი“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მემფის დეპაიმ პენალტით 48-ე წუთზე გაიტანა.
ჩავის გუნდმა პირველ ტაიმში 11 დარტყმა შეასრულა, რაც ამ სეზონის რეკორდია. სულ მასპინძლებს 16 დარტყმა ჰქონდათ და აქედან ექვსი იყო ზუსტი.
„ბარსელონასთვის“ კიდევ ერთი დადებითი მომენტი იყო ის, რომ ლა ლიგას ბოლო შვიდ მატჩში პირველად არ გაუშვა გოლი.
ამ მოგებით „ბარსელონამ“ ცხრილში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ „სევილიას“ რვა ქულით ჩამორჩება.