„ბარსელონამ“ ათწლეული შეაჯამა
„ბარსელონამ“ ათწლეული შეაჯამა

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერმა „ბარსელონამ“ შეაჯამა გასული ათწლეული. როგორც გაირკვა, 2010-19 წლების პერიოდში კატალონურმა გრანდმა ყველაზე მეტი მატჩი მოიგო ევროპის TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში მოთამაშე გუნდებიდან – 289.

ამ მაჩვენებლით „ბარსელონამ“ გაუსწრო „რეალს“ (273), „იუვენტუსს“ (260), „მანჩესტერ სიტისა“ (250) და „ბაიერნს“ (250).

გარდა ამისა, „ბარსელონა“ ლიდერია გოლების რაოდენობით (1060). ხუთეულში მოხვდნენ: „რეალი“ – 1016, „ბაიერნი“ – 863, „მანჩესტერ სიტი“ – 841, „პარი სენ-ჟერმენი“ – 827.

და კიდევ, „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ყველაზე მეტი გოლი (369) გაიტანა. მან გაუსწრო მთავარ კონკურენტს კრიშტიანო რონალდო (335). შემდეგ მოდიან: ედინსონ კავანი – 223, რობერტ ლევანდოვსკი – 221 და ლუის სუარესი – 210.

ბოლო ათწლეულში, „ბარსელონა“ ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ხუთჯერ მოიგო ესპანეთის თასი და ორჯერ – ჩემპიონთა ლიგა.