„ბარსელონას“ ნახევარმცველი კარლეს ალენია 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით „ხეტაფეში“ ითამაშებს. ამის შესახებ კატალონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.
ესპანური პრესის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელს ხელფასს „ხეტაფე” გადაუხდის, თუმცა სეზონის ბოლოს არ ექნება ნახევარმცველის გამოსყიდვის უფლება.
ალენიას „ბარსელონას“ რიგებში ჯამში 43 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე სამი გოლი მოდის. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.