„ბარსელონამ“ ახალი მეკარე იპოვა
„ბარსელონამ“ ახალი მეკარე იპოვა

ესპანური პრესის ინფორმაციით, „ბეტისის“ მეკარე პაუ ლოპესი ამ ზაფხულს „ბარსელონაში“ გადავა სათამაშოდ.

24 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონის რიგებში იესპერ სილესენი უნდა შეცვალოს. ჰოლანდიის ნაკრების ძირითადი მეკარე უკმაყოფილოა იმით, რომ „ბარსელონაში“ საერთოდ აღარ აქვს სათამაშო პრაქტიკა.

ლოპესის გამოსასყიდი თანხა 35 მილიონი ევროა. სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს „ბარსელონას“ ახალი მეკარის შესაძენად.

დატოვე კომენტარი