„ბარსელონამ“ ახალი ფორმა წარმოადგინა
„ბარსელონამ“ ახალი ფორმა წარმოადგინა

„ბარსელონამ“ 2019-20 წლების სეზონში სათამაშო ფორმის მეოთხე კომპლექტი წარმოადგინა. მისი თავისებურება ის არის, რომ ფორმა კატალონიის დროშის ფერებსა და სტილისტიკაშია გადაწყვეტილი – ყვითელი ფერი კაშკაშა წითელი ზოლებით.

გუნდის ტექნიკური სპონსორი, კვლავინდებურად, სპორტული ტანსაცმლის ბრენდი „ნაიკია“.

ამ ფორმით ესპანეთის ჩემპიონი რამდენიმე მატჩს ჩაატარებს მიმდინარე სეზონში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბარსელონაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რომელიც უკავშირდებოდა კატალონიის რეფერენდუმის ორგანიზატორთა დაპატიმრებას. ამის გამო, „ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი დეკემბერში გადაიტანეს.