„ბარსელონამ“ საკუთარ სტადიონზე „კამპ ნოუზე“ 20-ზე მეტი მატჩი ჩაატარა იმ დროს, როცა არენა ავარიულ მდგომარეობაში იყო. სტადიონს ჰქონდა დეფექტები, რომელიც ემუქრებოდა მაყურებელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
კომპანია, რომელიც დაკავებული იყო არენის რენოვაციით, შეუკვეთა ანგარიში „კამპ ნოუს“ მდგომარეობაზე. გამოვლინდა 127 პრობლემა, აქედან 44 სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მაყურებლისა და სტადიონის სხვა სტუმრების სიცოცხლეს, რადგან არსებობდა არენის ცალკეული ნაწილების ნგრევის რისკი.
თავიდან კლუბში ყურადღება არ მიაქციეს არენის მდგომარეობას და 2019 წლის გაზაფხულიდან 2020 შემოდგომამდე „კამპ ნოუზე“ გაიმართა ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის 21 მატჩი. „ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ და კლუბის სხვა ხელმძღვანელებმა იცოდნენ პრობლემის შესახებ, მაგრამ უარი თქვეს სასწრაფო სარემონტო სამუშაოებზე. პრობლემა მოაგვარეს ახალი პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას მისვლის შემდეგ, – იტყობინება გამოცემა La Vanguardia.