„ბარსელონამ“ 2019 წელს არც ერთი საშინაო შეხვედრა არ წააგო
„ბარსელონამ“ 2019 წელს არც ერთი საშინაო შეხვედრა არ წააგო

ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე გაანადგურა „ალავესი“ – 4:1. ეს იყო 2019 წელს კატალონური გუნდისთვის ბოლო საშინაო შეხვედრა.

ამ კალენდარულ წელს, ესპანეთის ჩემპიონს საკუთარ კედლებში არ წაუგია – „კამპ ნოუზე“ 28 ოფიციალურ შეხვედრაში „ბარსამ“24 მატჩი მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა ბურთების შეფარდებით – 81-20.

აქამდე, მსგავსი მიღწევა გუნდს ექვსჯერ ჰქონდა – 1957, 1959, 1968, 1974, 1975 და 2011 წლებში.