ზამთრის მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრისას, „ბარსელონა“ განიხილავს „მანჩესტერ სიტიდან“ ფორვარდ რაჰიმ სტერლინგის იჯარით აყვანას, – ამის შესახებ წერს გაზეთი „სანი“.
მიმდინარე სეზონში სტერლინგი იშვიათად ჩნდება ინგლისის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში. მან ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ჯამში მოედანზე მხოლოდ 176 წუთი გაატარა. „ბარსელონა“ მზად არის შესთავაზოს 26 წლის ინგლისელს სათამაშო დროის მნიშვნელოვანი ზრდა.
შარშანდელ სეზონში სტერლინგმა საკლუბო დონეზე 49 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „სიტისთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.